საოპერაციო ექთნის თანაშემწე

აღწერა

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება. მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; განყოფილება: საოპერაციო; ანაზღაურება: 850 ლარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ექთნის დახმარება ოპერაციის მიმდინარეობის დროს; ** ოპერაციამდე საოპერაციო ოთახის მომზადება და სახარჯო მასალების განთავსება; ** ოპერაციის მიმდინარეობის დროს საოპერაციო ოთახის სისუფთავეზე ზრუნვა; ** სტერილური მასალების გახსნა ექთნის მითითებით; ** ოპერაციის შემდგომ საოპერაციო ბლოკის მოწესრიგება, იარაღების სასტერილიზაციოში გაგზავნა, გამოუყენებელი სახარჯი მასალების უკან დაბრუნება. ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საოპერაციოს ექთნის თანაშემწე ". მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ანაზღაურება


850₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო